Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია HIV/HCV კოინფექციით პაციენტებში საქართველოში

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რიგით მეექვსე შეხვედრაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა," მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გაიმართა, სადაც მოხსენებით წარდგა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში -აკაკი აბუთიძე. მან წარმოაგინა პრეზენტაცია:"C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია HIV/HCV კოინფექციით პაციენტებში საქართველოში". 

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსით და C ჰეპატიტით პაციენტების მკურნალობისა და მოვლის დარგში.